თეგი: დენის შმიგალი

დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს Twitter-იდან ქართულ ენაზე მიმართა: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია@GharibashviliGeგამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia მანამდე, შმიგალმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!  

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ეჭვი მაქვს, ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ შმიგალი არ უნდა იყოს ჩართული

პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ "ტვიტერზე" გაკეთბულ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი. “მე მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა. “მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი. “საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, - დასძინა მან. დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

უკრაინის პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: რუსული ძალები ტერორისტებით იქცევიან და კლავენ ბავშვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „რუსული ძალები კლავენ ბავშვებს“. დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მსოფლიომ „საბოლოოდ გაახილა თვალები“ ვლადიმერ პუტინის რეალურ ზრახვებზე და ამბობს, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა განაცხადა, რომ რუსული ძალები „იქცევიან ტერორისტებივით“. „ისინი ბომბავენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს. ბავშვებს კლავენ. მძევლები აჰყავთ იღებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იტაცებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა დენის შმიგალმა

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან

ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა. „ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი. „სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი. კიევს 15 მარტს სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ეწვევიან

დენის შმიგალი: კრემლს უკრაინაში მხოლოდ იარაღი და სანქციები შეაჩერებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ Telegram არხზე აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე დაწერა. მისი თქმით, ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია კრემლის იძულება, დაასრულოს ომი უკრაინაში, არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარების გაფართოება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. შმიგალმა Telegram-ზე ასევე დაწერა, თუ რა საკითხებზე ილაპარაკა ჯო ბაიდენთან. „ვისაუბრე ოკუპანტების სისასტიკეზე უკრაინის ტერიტორიაზე. მრავალრიცხოვან მსხვერპლსა და მნიშვნელოვან ზარალზე, განადგურებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაფასებთ ბატონ ბაიდენის გადამწყვეტ პოზიციას, [რუსეთის] რომ ამ ქმედებებს გენოციდი უწოდა. იმედი გვაქვს ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შევძლებთ, რომ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ხალხმა აჩვენეს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და შეგვიძლია, გავიმარჯვოთ“, - დაწერა შმიგალმა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხალხს და დააკისროს რუსეთს ხარჯები. პრეზიდენტმა ბაიდენმა შმიგალს ასევე გააცნო მისი დღევანდელი განცხადება დამატებითი, 800 მილიონის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების და 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. „შევხვდი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შგიგალს ამ დილით, რათა დამედასტურებინა ჩვენი მუდმივი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინაშე“, - თავის მხრივ, ნათქვამია ბაიდენის Twitter პოსტში. შმიგალი, ვაშინგტონში ჯო ბაიდენის კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. საგულისხმოა, რომ დენის შმიგალი უკრაინის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აშშ-ში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დონბასში მიმდინარე ბრძოლების ფონზე. ბაიდენმა 21 აპრილს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ რა საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმა

დენის შმიგალი: უკრაინა დიდ ფასს იხდის ცივილიზებული სამყაროს დასაცავად

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს კიევში შეხვდა. „უკრაინა დიდ ფასს იხდის ცივილიზებული სამყაროს დასაცავად. იმედი გვაქვს ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერის უკრაინის აღდგენასა და ევროკავშირში გაწევრიანებაში“, - დაწერა შმიგალმა Twitter-ზე. ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია. შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უკვე შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის საკითხსა და ამ მიმართულებით კოორდინაციაზე, რათა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხი გადაიჭრას. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე მეორე ვიზიტია. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს, როდესაც ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის დღეს, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის - მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია დენის შმიგალის Twitter პოსტში. შარლ მიშელი კიევში ჩავიდა შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ „ოდესის პორტში ყოფნის დროს, დენის შმიგალთან ერთად, მე ვნახე ექსპორტისთვის გამზადებული მარცვლეულით, ხორბლით და სიმინდით სავსე სილოსი (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად). ეს უაღრესად საჭირო საკვები აუთვისებელია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. იწვევს დრამატულ შედეგებს მოწყვლადი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პასუხი“, - წერს თავის მხრივ შარლ მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ევროკომისიის პრეზიდენტს ვიდეოკონფერენციის დროს წარუდგინა. ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის უკრაინისთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმაამ თემაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია „დღეს უკრაინა, ისევე როგორც მთელი ევროპა, განიცდის ერთ-ერთ ურთულეს განსაცდელს მის ისტორიაში. უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება როგორც ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, ასევე, პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობებზე“, - განაცხადა შმიგალმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია

„ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რწმენა - გესმით ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმების შესახებ. ჩვენ მოვახდენთ დეოკუპაციას მთელი ჩვენი ტერიტორიის, რომელიც ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გვეკუთვნის", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუზანა ჩაპუტოვას უმასპინძლა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დღეს ყველაზე რთული ვითარებაა იმის გამო, რომ იქ ყველაზე მეტი რუსული ტექნიკა და სამხედრო ფორმირებებია თავმოყრილი. „აღმოსავლეთში ჩვენ გვიჭირს, რადგან გვაკლია (საკმარისი რაოდენობის) იარაღი“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერა და ქვეყნის ევროინტეგრაცია განიხილეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რადგან ეს არის უკრაინის კონსტიტუციაში ასახული ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი და მას უკრაინელების უმეტესობა უჭერს მხარს. „სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დამცველია ევროკავშირში. ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას. ჩვენ მადლობელი ვართ ასეთი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა კარგად არის მომზადებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 70%-ზე მეტი განხორციელდა. მან სლოვაკეთს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზუზანა კაპუტოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სლოვაკეთს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და ამ გზაზე უკრაინას დაუჭერს მხარს. კაპუტოვა სამშაბათს კიევის რეგიონის ქალაქებს ირპენს და ბოროდიანკას უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა უკვე აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საჩუქარი არ არის - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. მისივე თქმით, ამ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი, 23-24 ივნისს სამიტზე მიიღება. „მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ევროკავშირი უკრაინას ამ სტატუსს საჩუქრად არ ანიჭებს. ბოლო წლებში, ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ჩვენ ქვეყანაში რეფორმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის მთავრობამ აჩვენა ინსტიტუციური სიძლიერის საოცარი დონე, მონდომება და ფუნქციონირების უნარი“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც უკრაინის ქალაქებს აღადგენენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ის სახელმწიფოები დაასახელა, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ქალაქებს აღადგენენ. მან პრეზენტაცია, შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში 4-5 ივლისს მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინა. შმიგალის მიერ წარმოდგენილი ქალაქების და ქვეყნების სია: ირლანდია-როვნო; გერმანია-ჩერნიგოვი; კანადა-სუმი; აშშ და თურქეთი-ხარკოვი; ჩეხეთი, ფინეთი; შვედეთი-ლუგანსკი; ბელგია-ნიკოლაევი; შვედეთი და ნიდერლანდები-ხერსონი; შვეიცარია-ოდესა; ნორვეგია-კიროვოგოროდი; ავსტრია-ზაპოროჟიე; პოლონეთი და იტალია-დონეცკი.  პრემიერმა ასევე დასძინა, რომ გეგმის განსახორციელებლად შემოთავაზებულია შესაბამისი სტრუქტურის - აღდგენის პლატფორმის შექმნა. კიდევ ერთი წინადადებაა უკრაინის აღდგენისთვის რამდენიმე ოფისის შექმნა: მთავარი ოფისი განთავსდება კიევში, სხვები კი ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში. შმიგალმა განაცხადა, რომ გეგმის აქტივობების დაფინანსებას აპირებენ ჩამორთმეული რუსული აქტივების, გრანტებისა და შეღავათიანი სესხების, კერძო სექტორის ინვესტიციების და საბიუჯეტო გარე შენატანების, ასევე, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვის ხარჯზე. შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენის პრინციპებზე შეთანხმდნენ. უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრებოდა, დასრულდა.  

დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით უნდა გაიგზავნოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა მისი სრული დემილიტარიზაცია მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გერმანელ კოლეგებს ვაცნობე უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ვესაუბრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ IAEA-ს მისია, რომელიც ეწვია ქარხანას, შედეგიანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგი მისიის ორგანიზების აუცილებლობაზე: სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, რომელიც უზრუნველყოფს ატომური ელექტროსადგურის სრულ დემილიტარიზაციას და 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნას ქარხნის გარშემო“, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა დენის შმიგალმა.

დენის შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას მაქსიმუმ ორ წელიწადში გეგმავს

ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ  ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ. „ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, ვროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 23 ივისს გადაწყვიტა.  

დენის შმიგალმა დაასახელა სამი ელემენტი, რომლებიც უკრაინას ომის მოსაგებად სჭირდება

ომის მოსაგებად უკრაინას სჭირდება სამი ელემენტი: იარაღი, ფინანსები და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუს დამპყრობელთან. „ამ ომში გამარჯვება ჩვენი არსებობის საკითხია.“ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო ხედავს უკრაინის სამხედრო წარმატებებს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, ხარკოვის რეგიონში, ასევე წარმატებულ ოპერაციებს ხერსონის რეგიონში. „ჩვენ გავაგრძელებთ ამას, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენთვის ამ ომში გამარჯვება ჩვენი ხალხის არსებობის საკითხია", - განაცხადა შმიგალმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დენის შმიგალი: დასავლეთის ქვეყნებმა $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს

დასავლეთის ქვეყნებმა $300-დან $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ამ აქტივების კონფისკაციისთვის, ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღებას ლობირებს.  „უკრაინის სასარგებლოდ აქტივების კონფისკაციისთვის, ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის საკითხს განვიხილავთ. აგრესორმა უნდა გადაიხადოს თავისი ფასი და მისი სახსრები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის მთავარი რესურსი უნდა გახდეს", - განაცხადა შმიგალმა.   

რუსული აქტივების კონფისკაცია, უკრაინის აღდგენა - რაზე ისაუბრეს ამერიკის ელჩმა და უკრიანის პრემიერმა

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე განაცხადა. „აშშ-ის ელჩთან განვიხილეთ აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერის ნაბიჯები. მათ შორის ფინანსური დახმარება, რუსული აქტივების კონფისკაცია, უკრაინის აღდგენა. ჩვენ ვეძებთ ახალ ინსტრუმენტებს უკრაინის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, - წერს დენის შმიგალი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა გაეროს ორგანიზაციების მეშვეობით 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინაში ჰუმანიტარული პროგრამებისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დენის შმიგალი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა მწყობრშია, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურამ გასული კვირის განმავლობაში, 130-ზე მეტ რუსულ სარაკეტო და თვითმფრინავის თავდასხმას გაუძლო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთის მასობრივი თავდასხმების შემდეგ, ენერგეტიკული გამძლეობა შეინარჩუნა. „აგრესორი ცდილობდა უკრაინელების დაშინებას და სახელმწიფოს ენერგიის პარალიზებას”, - განაცხადა შმიგალმა. აქვე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან „უკრაინა მზად იყო“. 10 ოქტომბერს რუსეთის კოორდინირებულმა თავდასხმებმა, გარდა სამოქალაქო ტერიტორიების დამიზნებისა, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.  

დენის შმიგალი: რუსეთის ბოლო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია ასობით დასახლებულ პუნქტს შეუწყდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსული ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაარტყეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მისივე თქმით, კიევზე თავდასხმების გარდა, რუსეთმა ასევე ესროლა რაკეტები დნიპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, ენერგეტიკულ ობიექტებს ხუთი-კამიკაძე დრონი ესროლეს. სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ მოუწოდა მოქალაქეებს, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს საათებში. უკრაინის სამხედროებმა 17 ოქტომბერს 37 ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.  

დენის შმიგალი: უკრაინის მიწისქვეშა საცავებში საკმარისი გაზია გათბობის სეზონისთვის

უკრაინის მიწისქვეშა გაზსაწყობებში არის დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მეორე კვირაა, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ, მაგრამ ენერგოსისტემის გატეხვა მაინც ვერ შეძლეს. „მიუხედავად დაბომბვისა, უკრაინაში გათბობის სეზონი დაიწყო,. გათბობა უკვე მიეწოდება ქალაქების უმეტესობას. ჩვენ ამჟამად გვაქვს დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩვენს გაზის საცავებში, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. „ენერგეტიკის მუშაკები მუშაობენ 24/7-ზე. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა, რათა სარემონტო სამუშაო დაჩქარდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ელექტროენერგიის დაზოგვა", - განაცხადა შმიგალმა. რუსეთმა 10-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დააზიანა 400-ზე მეტი ობიექტი უკრაინის 16 რეგიონში, მათ შორის არის ათობით ენერგეტიკული ობიექტი.  

უკრაინა მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას აპირებს

უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მათ შორის ევროპული და საერთაშორისო სამხედრო ტექნოლოგიების დახმარებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ორშაბათს, 24 ოქტომბერს, ბერლინში მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე. „ჩვენს კონტინენტზე არცერთ არმიას არ აქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს. ეს არის უწყვეტი, თითქმის ცხრაწლიანი ომის გამოცდილება. უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, მათ შორის, ევროპული და მსოფლიო სამხედრო ტექნოლოგიების საშუალებით“, - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, ამ პროექტის ნაწილი იქნებიან ევროპული კომპანიები, რომლებიც სპეციალიზირებულნია არიან იარაღის წარმოებაში.  

დენის შმიგალი: უკრაინას ზამთრისთვის საკმარისი გაზი და ქვანახშირი აქვს

8 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინას 14,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს. ასევე არის 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი, რაც თითქმის ორჯერ მეტია საჭირო გარანტირებულ რეზერვზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 14,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მარაგში. ამ რესურსის 98%, არის უკრაინული გაზი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, უკრაინამ ომის მიუხედავად, ცხრა თვის განმავლობაში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.  

დენის შმიგალი: მთავრობა ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ემზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, მათ შორის ენერგიის გამომუშავების მოწყობილობების იმპორტის გაძლიერებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ფინანსურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან იღებს. მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გრანტის მოზიდვის შესახებ. მომავალ კვირას უკრაინა ევროკავშირისგან 2,5 მილიარდ ევროს მიიღებს. შმიგალის თქმით, მთავრობამ 100 მილიონი გამოყო გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის აღდგენისთვის.  

უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დენის შმიგალი: უკრაინას სჭირდება იარაღი უკრაინელი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად

უკრაინას სჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად და უკრაინელი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია. პრემიერმა უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, იმოქმედონ უკრაინელი ხალხის გენოციდის აღკვეთის მიზნით. „ჩვენ გვჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად. ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

უკრაინის ენერგეტიკის სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერამ თითქმის $1,5 მილიარდს მიაღწია - შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერამ თითქმის 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. „პარტნიორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დახმარება სულ უფრო და უფრო მატულობს. ჩვენ გვაქვს თითქმის 1,5 მილიარდი დოლარის დეკლარირებული მხარდაჭერა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად ყოველდღიურად შემოდის დამატებითი აღჭურვილობა. უკვე ჩამოვიდა 200-ზე მეტი ტვირთი ენერგეტიკული აღჭურვილობა", - განაცხადა შმიგალმა.

დენის შმიგალმა უკრანისთვის 2022 წელს გადაცემული ფინანსური დახმარების ოდენობა დაასახელა

უკრაინამ 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების სახით, 31 მილიარდი დოლარი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 6 იანვარს, უკრაინის ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით განაცხადა. შმიგალმა აღნიშნა, რომ აშშ ფინანსური დახმარების მთავარი წყაროა, რომელმაც 2022 წელს უკრაინას დაახლოებით  (410 მილიარდი უკრაინული გრივნა UAH) $11,15 მილიარდი მიაწოდა. ევროკავშირი მეორე ადგილზეა 390 მილიარდით UAH. უკრაინამ ასევე მიიღო 88 მილიარდი (UAH) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF), 60 მილიარდი კანადიდან, 35 მილიარდი დიდი ბრიტანეთიდან, 34 მილიარდი მსოფლიო ბანკიდან და 17 მილიარდი იაპონიიდან. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დენის შმიგალი: მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირში ორ წელზე ნაკლებ ვადაში გაწევრიანდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა იმედოვნებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ორი წლის პერსპექტივაში მოელის.  ცნობილია, რა ვადებში შეასრულებს უკრაინა ევროკავშირის შვიდ რეკომენდაციას დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა სიზუსტითა და თანმიმდევრობით რა უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის იმპლემენტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რათა მკაფიოდ გავიგოთ შესრულებული სამუშაოს მოცულობა“, - განაცხადა შმიგალმა.  ამასთან, შმიგალის თქმით პარალელურად, უკრაინა მოემზადება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის. „შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ვიმედოვნებთ ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა ევროკომისიის დიდი დელეგაცია, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და 10-ზე მეტი ევროკომისრის შემადგენლობით. „ეს იქნება არა მხოლოდ ომში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი, არამედ ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

დენის შმიგალის თქმით, რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ას წელიწადში შეუძლებელია

შესაძლებელია თუ არა რუსებსა და უკრაინელებს შორის შერიგება და თანამშრომლობა? ამ შეკითხვით მიმართა მედიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს. „შერიგება და თანამშრომლობა - არა, მომდევნო ას წელიწადში არა. პირველ რიგში, რუსეთი უნდა შეიცვალოს, გადაიქცეს დემოკრატიზებულ, დემილიტარიზებულ და დენუკლეარიზებულ ქვეყნად“, - განაცხადა შმიგალმა გერმანულ Fokus-თან ინტერვიუში. მაგრამ როგორ უნდა განიარაღდეს მოსკოვი? ჰკითხა ჟურნალისტმა უკრაინის პრემიერს. „სანქციები, რუსეთთან თანამშრომლობის უარყოფა, რუსეთის აქტივების კონფისკაცია, უკრაინის სამხედრო დახმარება. გასულმა წელმა აჩვენა, რომ სამყაროს შეუძლია, სწრაფად მიაღწიოს იმას, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა. თითქმის ყველა ტიპის მძიმე შეიარაღების მიწოდება, ისევე როგორც უკრაინელი მფრინავების მომზადება, ნიშნავს, რომ არსებობს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. უკრაინელების 80%-ზე მეტს სურს, რომ რუსეთი მთლიანად გაიყვანოს უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან. რამდენად აქვს „ფანჯარა“ მთავრობას რუსეთთან კომპრომისისთვის? - დენის შმიგალმა ინტერვიუს დროს ამ შეკითხვასაც უპასუხა.  „ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. ერთადერთი კომპრომისი არის რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინიდან 1991 წლის საზღვრების შესაბამისად. რუსებმა უნდა შეწყვიტონ სროლა, შეაჩერონ თავიანთი აგრესია და დატოვონ ჩვენი ტერიტორია. მიმაჩნია, რომ საზღვრების შეცვლა ევროპისთვისაც მიუღებელი კომპრომისი იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.  

შმიგალი ოსტინს აშშ-ში შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 12 აპრილს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა, იტყობინება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. შმიგალმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი შეხვედრა", რომელიც ფოკუსირებული იყო უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებასა და უკრაინის „მომავალი შესაძლებლობების" გაძლიერების გზებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების საკითხი დაკავშირებულია მოახლოებულ კონტრშეტევასთან, რომელსაც ბევრი თვლის, რომ ომში გადამწყვეტი მომენტი იქნება. 16 მარტს ოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინას დასაკარგი დრო არ აქვს“ კონტრშეტევის წინ, როდესაც საქმე ეხებოდა ჯარისკაცებისთვის საჭირო იარაღის მოპოვებას და წვრთნას. შეგახსენებთ, რომ ოსტინი უხელმძღვანელებს რამშტაინის მე-11 სამიტს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი. ამ ფორმატში მორიგი შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. რამშტაინის სამიტები იმართება კიევის მოკავშირეების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინის სამხედრო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი.  

უკრაინის პრემიერმა პენტაგონის ხელმძღვანელს საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება სთხოვა - CNN

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მოლაპარაკება გამართა პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან და დასავლური F-16-ის მიწოდების დაწყება ითხოვა. CNN იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს შმიგალმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს და პირადად მას სამხედრო დახმარებისთვის. მხარეებმა უკრაინის შემდგომი საჭიროებები განიხილეს და შმიგალმა ოსტინს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება სთხოვა. „უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღის მოკლე დროში ათვისება და ბრძოლის ველზე მისი ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ. უფრო სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას ასევე მეტი იარაღი სჭირდება: საჰაერო თავდაცვა, მძიმე არტილერია და აღჭურვილობა, ნაღმმტყორცნები და საბრძოლო მასალა”, - განაცხადა დენის შმიგალმა. ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონკრეტულ თხოვნებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააფართოვებს უკრაინისთვის იარაღის წარმოებას.  

საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით $115 მილიარდს გამოუყოფენ - დენის შმიგალი

საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით 115 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის აღდგენის სამუშაო უკვე იწყება და უკრაინის სწრაფი აღდგენის პროექტებს 2023 წელს 14 მილიარდი დოლარი სჭირდება. ვაშინგტონში შმიგალი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენისთვის რესურსების მობილიზებაა. „საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას 115 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევენ. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ უკრაინის მოკავშირეები დაგვეხმარებიან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება სრულ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხების გამოყენება იგეგმება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.  

დენის შმიგალი: თითქმის 60 ქვეყანა უკვე შეთანხმდა, უკრაინას დასახლებების აღდგენაში დაეხმაროს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 20 აპრილს განაცხადა, რომ „თითქმის 60“ ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას ქალაქების, დაბების და სოფლების აღდგენაში. მისივე ინფორმაცით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან უკვე მოაწერა ხელი. „ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში“, - განაცხადა შმიგალმა. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.  

შმიგალმა რომის პაპს რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მშვიდობის ფორმულა და რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში დახმარების საკითხი. ამ თემაზე შმიგალმა თავად ისაუბრა. „მე ვთხოვე მის უწმინდესობას დახმარება უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში, რომლებიც დაკავებულები, დაპატიმრებული, რუსეთში დანაშაულებრივი გზით დეპორტირებულნი არიან“, - განაცხადა შმიჰალმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, რომის პაპთან განიხილა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა და მისი განხორციელების შესაძლო გზა, ასევე ამ საკითხში ვატიკანის დახმარების საკითხი.   შმიგალი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა.

უკრაინის არმია კონტრშეტევას დაიწყებს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო მოვა - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა გულდასმით ემზადება ახალი კონტრშეტევისთვის რუსული ძალების წინააღმდეგ, რადგან თავდასხმა „ძალიან მნიშვნელოვანია“ და მან უნდა აჩვენოს წარმატება". უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შმიგალმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვემზადებით ძალიან ფრთხილად, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია და გვესმის, რომ ამ ოპერაციაში წარმატება უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს [და] ჩვენს მტერს. [...] ჩვენ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც ამის დრო დადგება, როდესაც ის აბსოლუტურად მზად იქნება... ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც გადაწყვეტილებას ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს“, - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საწვრთნელ ზონაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი ახალწვეულები გადიან სწავლებას. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს. სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალში, რომლის შეძენასაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან რაკეტები, რომელთა მანძილი 100-დან 300 კმ-მდე აღწევს. ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე ემზადება ხსენებული შეიარაღების უკრაინისთვის გადასაცემად.  

უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ თითქმის 7 მილიარდი დოლარის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შმიგალმა ლონდონის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდესი აღდგენითი პროექტის წინაშე დგას. კონფერენციაზე ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა მილიარდობით დოლარის დამატებით დახმარების პირობა დადეს, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ მას კიდევ მეტი კაპიტალი და ასევე კონკრეტული პროექტები სჭირდებოდა, რომ არამხოლოდ აღდგეს, არამედ, ჩამოყალიბდეს დასავლეთის ძლიერ წევრად. თანხები ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება. დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს. „ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.  

უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ

უკრაინა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის (საფრანგეთი) ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთსა და ბელორუსს მასში მონაწილეობის უფლებას მისცემენ. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი მოკლა, გაანადგურა ან დააზიანა 343 სპორტული ობიექტი, ყოველდღიურად, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს რაკეტებითა და თვითმფრინავებით უტევს. როგორც შმიგალმა განაცხადა, უკრაინა მოელის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და აგრესორს ოლიმპიადიდან მოხსნის. მისივე თქმით, უკრაინის გარდა, 34 ქვეყანა მზადაა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარიზის ოლიმპიადას. „გაჩნდა ძლიერი საერთაშორისო კოალიცია სამართლიანი სპორტისთვის, მათ შორის 35 სახელმწიფო," - აღნიშნა შმიგალმა. უფრო ადრე უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინელი სპორტსმენები მიიღებენ 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ იქ რუს და ბელორუს სპორტსმენებს დაუშვებენ, ოღონდ - ნეიტრალური სტატუსით. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.  

უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი

უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან 2,3 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მან პარტნიორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული და სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად. „ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც მსოფლიოში არავის გაუკეთებია. სამუშაოს კვირებს ვანდომებთ. მანამდე ამას თვეები ან წლები სჭირდებოდა. მადლობას ვუხდი ჩვენს ენერგეტიკოსებს და მშენებლებს ამ არაჩვეულებრივი სამუშაოსთვის,“ - განაცხადა შმიგალმა.  

შმიგალი: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრისთვის სრულად მზად იქნება მომავალი თვის განმავლობაში

უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის მზადება მომავალი ზამთრის გამოწვევების დასაძლევად ფინალურ ეტაპზეა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რუსულმა ძალებმა სცადეს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დაშლა მასიური დარტყმებით 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რამაც გამოიწვია ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობა მთელ ქვეყანაში. უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი შიმალმა თქვა, რომ გათბობის ქსელების 84%, ცენტრალური გათბობის სადგურების 78%, საცხოვრებელი კორპუსების 80%-ზე მეტი და სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების 86% მზად არის ზამთრისთვის და აღნიშნა, რომ „ეს მაჩვენებელი ერთ თვეში 100%-მდე უნდა ავიდეს.“ მთავრობა მიზნად ისახავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის 25 თბოელექტროსადგური და ცხრა ატომური ელექტროსადგური იყოს მზად. პრემიერის თქმით, თბოელექტროენერგია უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას 4,5 გიგავატი სიმძლავრით უზრუნველყოფს, ბირთვული ენერგია კი, 7,8 გიგავატი იქნება. 35 ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებისთვის მზადააა ან შეკეთების პროცესშია, ისინი 2,3 გვტ ენერგიას უზრუნველყოფენ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინა ორიენტირებულია „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე“, რივნის ატომური ელექტროსადგური ახლა იყენებს საწვავს ამერიკული კომპანია Westinghouse-დან, რომ „რუსული მონოპოლია“ შეწყვიტოს. უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად. ამის შესახებ 13 სექტემბერს სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

დენის შმიგალი: წელს უკრაინამ თავდაცვაზე $27 მილიარდზე მეტი დახარჯა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში უკრაინამ თავდაცვაზე $27 მილიარდზე მეტი დახარჯა. აქედან სამხედროების ხელფასები 18,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, 9,5 მილიარდი დოლარი კი, შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგების შესაძენად დაიხარჯა. მეორე ადგილზეა სოციალური პროგრამები 10,6 მილიარდი დოლარით. „სოციალური გადასახადების სრული და დროული დაფინანსება, რომელიც მოიცავს საჯარო სექტორის მუშაკების, როგორიცაა, მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასების გადახდას, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე,” - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პარლამენტმა დეპუტატების წინადადებები ქვეყნის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 19 ოქტომბერს დაამტკიცა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობამ ახლა უნდა დაამუშავოს ყველა ცვლილება და გადასინჯული დოკუმენტი პარლამენტს საბოლოო კენჭისყრისთვის 20 ნოემბრამდე გადასცეს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კიევი დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს. მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები.  

დენის შმიგალი: უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.  

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი იქნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი. „ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს, ვიდრე ეს საჭირო,“ - აღნიშნა შმიგალმა.   რიში სუნაკი უკრაინას 12 იანვარს ეწვია და ქვეყნისთვის ახალი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ეს ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.   უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მან 4 მიღწევა გამოყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შემდეგი შეთანხმებები: სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკური ბიზნესისგან. თანამშრომლობა სლოვაკური კომპანიისგან ტექნიკის მიწოდებაზე, თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის. სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის მექანიზმის პროგრამას, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა ფიცომ კიევი უკრაინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნა. „უკრაინა და სლოვაკეთი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მადლობელნი ვართ სლოვაკი ხალხის, რომელიც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს ამ რთულ დროს," - განაცხადა დენის შმიგალმა. შმიგალი დარწმუნებულია, რომ ფიცოსთან შეხვედრა ახალ თავს გახსნის უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობებში ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters

დენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს. „1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას,“ განაცხადა შმიგალმა.  

დენის შმიგალი: ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს. „1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას,“ განაცხადა შმიგალმა.  

უკრაინაში დრონებს 200-მდე კომპანია აწარმოებს - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში 200-მდე კომპანია აწარმოებს დრონებს, როდესაც 2022 წელს მხოლოდ შვიდი ასეთი კომპანია იყო. შმიგალის თქმით, მთავარი ამოცანაა დრონების, საბრძოლო მასალისა და სხვა თანამედროვე იარაღის წარმოების გააქტიურება და თავდაცვის ძალებისთვის მათი მიწოდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიღებულია 20-მდე კანონი და მარეგულირებელი აქტი, რომლებიც იარაღის ბაზარს აყალიბებს. ამავდროულად, გამარტივდა უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციის დაშვება, გაუქმდა დღგ და იმპორტის გადასახადები დრონების აღჭურვილობაზე, შეიქმნა საწვრთნელი მოედნები პილოტების მომზადებისა და ახალი ტიპის თვითმფრინავების ტესტირებისთვის, ასევე, გამარტივდა სხვა პროცედურები.   

უკრაინამ დრონების წარმოება 100-ჯერ გაზარდა - შმიგალი

უკრაინამ ასჯერ გაზარდა დრონების წარმოება ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირების წყალობით, რადგან უკვე მიღებულია 20 კანონი და კანონქვემდებარე აქტი. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ზრდა. მისი აზრით, თანამედროვე იარაღი, რომელიც მტერს ურტყამს, არის ქვეყნის მომავალი გამარჯვების გასაღები. „პირველ რიგში, საუბარია Defense Tech კლასტერის განვითარებაზე, სხვადასხვა კატეგორიის დრონის წარმოების მასშტაბირებაზე, ელექტრონული ომის და ფრონტისთვის საჭირო სხვა აქტივების წარმოებაზე. ქვეყანამ მოახდინა რეალური რევოლუცია რეგულირების საკითხებში. დრონების შექმნა. მიღებულია ოცი კანონი და კანონქვემდებარე აქტი და ამის წყალობით წარმოება ასჯერ გაიზარდა. ბიუროკრატია მოიხსნა და 200-მდე კერძო კომპანიას შორის რეალური კონკურენციაა უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში," - ამბობს შმიგალი. მანვე აღნიშნა, რომ წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტში დრონების შესაძენად 40 მილიარდია (UAV) გათვალისწინებული.  

უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტი ომამდელ დონეს უბრუნდება - შმიგალი

უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტმა მუშაობა განაახლა და ომამდელი წარმოების დონეს უბრუნდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა. „სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინის გამძლეობა ჩვენი თავდაცვის ძალების გმირობის და უკრაინული ბიზნესის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია,“ - განაცხადა შმიგალმა. შმიგალის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე უკრაინის ეკონომიკა 30%-ით დაეცა. ბევრი ექსპერტი ეკონომიკურ კატასტროფასაც კი წინასწარმეტყველებდა. უკრაინის პრემიერის თქმით, ადაპტირება, აქტიურობა, კრიზისების მართვა და მთავრობის დროული მხარდაჭერის პროგრამები დაეხმარა უკრაინულ ბიზნესს გადარჩენასა და აღდგენაში. „დღეს უკრაინული საწარმოების 90%-ზე მეტმა განაახლა მუშაობა და უბრუნდება ომამდელი წარმოების დონეს,“ - დასძინა შმიგალმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღდგენის ყველაზე მაღალ ტემპს აჩვენებს ისეთი დარგები, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, შიდა ვაჭრობა.  

შმიგალი: მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, პარლამენტებს კი, რატიფიკაცია. მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ჩვენი გამარჯვებისთანავე გახდება, ამ ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ,“ - განაცხადა შმიგალმა. ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს მიმდინარე თვეში წარადგენს. მანამდე მსგავსი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.  

შმიგალი: უკრაინა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის მზად არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ბიზნესი და ბაზარი უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის, მთავრობამ წარმოების ორგანიზებისთვის დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოყო. მისი თქმით, დრონების წარმოებისთვის საბიუჯეტო თანხები გამოყოფილია. „2024 წელს ჩვენ გადავდგით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა დასახა მიზანი - 1 მილიონი დრონი. ბიზნესი და ბაზარი უკრაინაში უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის,“ - აღნიშნა შმიგალმა. კერძოდ, მთავრობამ, დაახლოებით, 40 მილიარდი გრივნა გამოყო წარმოების ორგანიზებისთვის. შმიგალმა ასევე განმარტა, რომ მთავრობა ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად და მისი ამოცანაა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხების 50%-ი უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებისთვის გამოიყენოს.  

უკრაინამ მსოფლიო ბანკის მექანიზმით, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან $1.5 მილიარდი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი პაკეტი ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსეს. „984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან. თანხები დაფარავს საბიუჯეტო ხარჯებს სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რეკონსტრუქციისთვის,“ - დაწერა შმიგალმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

შმიგალი: ვცდილობთ, რუსული ნაღმების განეიტრალებას ათწლეულები არ დასჭირდეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინაში, დაახლოებით, 156 ათასი კვადრატული კილომეტრი - ქვეყნის ტერიტორიის 26%, პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო. პრემიერის თქმით, მთავრობა მიზნად ისახავს განაღმვის ეფექტიანი ბაზრის შექმნას. „ვცდილობთ, შევქმნათ ეფექტიანი ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები,“ - განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ნაღმებისგან გაწმენდაში უკვე ჩართულია ორი სერტიფიცირებული შიდა მანქანა, ასევე მიმდინარეობს მესამის გამოცდა. შმიგალმა აღნიშნა, რომ შეიქმნა ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო კოალიცია, რომელმაც სექტორში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა. „წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს  

შმიგალი: ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დაიწყოს. „გათვლა გვაქვს, რომ ევროკავშირი შეფერხებების გარეშე დაამტკიცებს ჩვენთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს. ვერანაირ ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ჩვენ ყველა ევროპული ქვეყანა აქტიურად გვიჭერს მხარს,“ - განაცხადა შმიგალმა. მან აღნიშნა, რომ კიევს ევროკავშირში სანდო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ და მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით გასავლელად გამოცდილება გაუზიარონ. შმიგალის თქმით, უკრაინამ მთლიანად შეასრულა „სამუშაო დავალება” ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. „ევროკომისიამ დაადასტურა უკრაინის მიერ ყველა მისი პირობის შესრულება. ვაჩვენეთ ჰარმონიული, კოორდინირებული მუშაობა. პრეზიდენტმა დღეს ევროინტეგრაციის ინფრასტრუქტურის შემუშავების წინადადება გააჟღერა. ეს უნდა იყვნენ წარმომადგენლები - მთავრობიდან დაწყებული ადგილობრივი ადმინისტრაციებით დამთავრებული - რომლებიც ევროპულ ფონდებთან იმუშავებენ,” - განაცხადა შმიგალმა.  

კონგრესში კენჭისყრის წინ, უკრაინა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა BBC-ს განუცხადა, რომ "მესამე მსოფლიოს" წინაშე აღმოვჩნდებით, თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან კონფლიქტში, რადგან მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს მიიღოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული საგარეო დახმარების კანონპროექტი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. „თუ ჩვენს ქვეყანას არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი, განადგურდება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს,“ – ამბობს შმიგალი. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან